მამუკა ხაზარაძე - შარლ მიშელს ვუთხარი, რომ „ლელოსთვის“ წარმოუდგენელი იქნება პარლამენტის სესიებში იმუშაოს, თუ ორი ადამიანი, რომელიც იყო შეთანხმების საგანი, არ გათავისუფლდება

პირდაპირ ვუთხარი, რომ მე, როგორც ქართველს ძალიან შემრცხვება, პრეზიდენტი მიშელი კიდევ ერთხელ ჩამოვიდეს საქართველოში. აქამდეც მრცხვენოდა, რომ ექვსი თვე დასჭირდა ისეთი საკითხების შეთანხმებას, რაც ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის არის საჭირო, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ხელისუფლებისა და შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპის საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ხაზარაძემ ისაუბრა იმაზე, თუ რა პოზიცია დააფიქსირა პრეზიდენტ მიშელთან პირადად „ლელოს“ სახელით.

„მე მას ვუთხარი, რომ „ლელოსთვის“ წარმოუდგენელი იქნება იმუშაოს პარლამენტის სესიებში, თუ ორი ადამიანი, რომელიც იყო შეთანხმების საგანი, არ იქნებიან გათავისუფლებულები. შეთანხმების პუნქტებში იყო მელიაზე და რურუაზე საუბარი. ვიცით, რომ ერთის შემთხვევაში პრეზიდენტის ჩართულობაა აუცილებელი, რაც ჩვენ მოვისმინეთ და მივესალმებით. იმედია, რომ ეს განხორციელდება. ასევე, ხაზი გავუსვი იმას, რომ როდესაც ქვეყანაში ასეთი პოლიტიკური კრიზისი არის, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტი, იმიტომ, რომ ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში თავისი წვლილი უნდა თქვას პროკურატურამ, სასამართლომ და ყველა უწყებამ, რომ ქვეყანა გადაიტვირთოს. ამიტომ, ჩემი პარტიის ეს პოზიცია მას მკაფიოდ დავუფიქსირე. შესაბამისად, ველოდებით, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილი იქნება. თუ ეს საკითხი გადაწყვეტილი არ იქნება, მე ვერ ვხედავ უბრალოდ ამ ხელშეკრულების შესრულების მექანიზმს. პირდაპირ ვუთხარი, რომ მე, როგორც ქართველს ძალიან შემრცხვება, რომ პრეზიდენტი მიშელი კიდევ ერთხელ ჩამოვიდეს საქართველოში. აქამდეც მრცხვენოდა, რომ ექვსი თვე დასჭირდა ისეთი საკითხების შეთანხმებას, რაც ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის არის საჭირო. იმედი მაქვს, რომ ძალიან ყურადღებით და პასუხისმგებლობით მოეკიდება ყველა ამ საკითხებს“, - აცხადებს ხაზარაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს