არმაზ ახვლედიანი - შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებიდან ჩვენ უნდა გადავიდეთ ამ სულისკვეთების რეალიზებაზე, ამის გარეშე შეთანხმებას აზრი ეკარგება

გარანტია არის ჩვენი პასუხისმგებლობა, დასავლეთის თანამონაწილეობა და უპირველესად ხელისუფლების პასუხისმგებლობა - მე ვხედავ, რომ ხელისუფლება არ აპირებს გაექცეს ამ პასუხისმგებლობას, - ასე პასუხობს პარლამენტის არჩეული წევრი არმაზ ახვლედიანი ჟურნალისტების კითხვას, რამდენად არსებობს იმის გარანტია, რომ მმართველი გუნდი შეთანხმების პირობებს დაიცავს.

როგორც მან პარლამენტში შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, „მძევლების საკითხი დაუყონებლივ უნდა გადაწყდეს“.

„შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებიდან ახლა ჩვენ უნდა გადავიდეთ ამ სულისკვეთების რეალიზებაზე, ამის გარეშე შეთანხმებას აზრი ეკარგება. ბატონი მიშელის, ევროკავშირის და აშშ- ის ჩართულობა ვფიქრობ, არის გარანტი იმისა, რომ ეს სულისკვეთება ჩვენი პასუხისმგებლობით და ძალისხმევით რეალიზდება. საკანონმდებლო საქმიანობა ახლა იმდენად არის აქტუალური, რამდენადაც ამ სულისკვეთებას სჭირდება რეალიზება, სწორედ ეს განაპირობებს საკანონმდებლო საქმიანობის ტემპს და ხარისხს. დარწმუნებით ვერავინ ვერაფერს ამბობს, მაგრამ დღეს იმაზე შეუდარებლად ახლოს ვართ ამ სურვილების რეალიზებასთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა ბოლო წლების განმავლობაში ქართული პოლიტიკური რეალობა,"- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა