სალომე სამადაშვილი - თუ ხელისუფლება სხვა მექანიზმებს არ გამოიყენებს ნიკა მელიას გასათავისუფლებლად უახლოეს დღეებში, შეთანხმების თანახმად, შემდეგ ორშაბათს,  ბიუროზე ამნისტიის კანონი უნდა დარეგისტრირდეს

თუ ხელისუფლება არ გამოიყენებს რაიმე სხვა მექანიზმებს ნიკა მელიას გასათავისუფლებლად უახლოეს დღეებში, მაშინ შეთანხმების თანახმად ერთ კვირაში, ანუ შემდეგ ორშაბათს პარლამენტის ბიუროზე უნდა დარეგისტრირდეს ამნისტიის კანონი, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტში შარლ მიშელთან „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ყველა სხვა საკითხზე მუშაობის დაწყებას, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ დაიწყებს.

"პოლიტპატიმრების გათავისუფლება არის წინაპირობა იმის, რომ შევძლოთ ამ შეთანხმების სრულფასოვნად შესრულება. ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს უახლოეს დღეებში.

რაც შეეხება ნიკა მელიას საკითხს - ჩვენ კიდევ ერთხელ ავუხსენით პრეზიდენტ მიშელს, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მოიძებნოს გზა მის გასათავისუფლებლად, რომელიც არ უკავშირდება გირაოს გადახდას. თუ ხელისუფლება არ გამოიყენებს რაიმე სხვა მექანიზმებს მის გასათავისუფლებლად უახლოეს დღეებში, მაშინ შესაბამისად შეთანხმების მიხედვით ერთ კვირაში, ანუ შემდეგ ორშაბათს პარლამენტის ბიუროზე უნდა დარეგისტრირდეს ამნისტიის კანონი და ამ შემთხვევაში ოპოზიციის მუშაობა ამნისტიის კანონთან მიმართებაში დაიწყება. ამნისტიის კანონის მიღების შედეგად ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ კი შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ შევალთ იმ ფაზაში, როდესაც მე მაქვს იმედი, რომ ჩვენ შემოგვიერთდება კიდევ ბევრი სხვა ოპოზიციური დეპუტატი, მათ შორის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" - ეს იქნებოდა ჩემი იმედი და სურვილი. ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ოპოზიციას სრული შემადგენლობით შეგვიძლია ყველა სხვა საკითხზე დავიწყოთ მუშაობა", - განაცხადა სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა