ბადრი ჯაფარიძე რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა მელიას ხვდება

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიას ამ წუთებში "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ხვდება.

როგორც ჯაფარიძემ განმარტა, ნიკა მელიას საპყრობილეში ყოფნის ყოველი დღე ქვეყნისთვის დამაზიანებელია და მისი გათავისუფლება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს.

,,ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო საპატიმროდან ამ ადამიანების გამოყვანა და გათავისუფლება. მინდა ვისაუბრო ნიკა მელიასთან ამ თემაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ეს პრობლემა გადაწყდეს. ბატონ მიშელთან საუბრისას ხაზი გავუსვით, რომ ჩვენი მუშაობა საპარლამენტო სივრცეში ვერ შედგება, თუკი მელია არ იქნა გათავისუფლებული საპატიმროდან. გიორგი რურუას საკითხი პრაქტიკულად უკვე გადაჭრილია და ეს არის საათების, ან რამდენიმე დღის საქმე. პრეზიდენტს უკვე შეუძლია ის შეიწყალოს, რადგან ხელმოწერების რაოდენობა, რომელიც საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის უკვე არსებობს. მელიას გამოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისათვის, მელიას გარეშე მომზადება ოპოზიციის სრულფასოვანი ადგილობრივი არჩევნებისათვის შეუძლებელი იქნება, ის არის ენერგიული ლიდერი, შესაბამისად მისი გათავისუფლება საპატიმროდან არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა მას ვესაუბრო ამ ვითარებაზე და ვუთხრა ჩვენი დამოკიდებულება, რატომ მიგვაჩნია პრინციპულად, რომ სწრაფად გამოვიდეს საპატიმროდან, რაც სჭირდება როგორც ვითარების სტაბილიზაციას, ასევე იმას, რომ ოპოზიცია მოემზადოს მშვიდად, ენერგიულად და კარგად „ქართული ოცნების“ დამარცხებისათვის“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს