შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირში რეგისტრირებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიხდის გირაოს და ნიკა მელიას შეეძლება ნებისმიერ მომენტში გამოვიდეს - უარი თუ თქვა, ეს მისი გადასაწყვეტია

ახლა მნიშვნელოვანია, რომ პოლარიზაციიდან ამ პოლარიზაციის შემცირებისკენ გადავიდეთ. უმჯობესი იქნება იყოს თანხმობა და თანამშრომლობა იმიტომ, რომ მთავარი პრობლემა დღეს პოლარიზაცია და პარტიებს შორის სხვადასხვაობებია, - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მას აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მუშაობას საქართველოს პარლამენტში ხვალვე შეუდგებიან. რაც შეეხება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხს, მისივე თქმით, ორივეს გათავისუფლების პირობები ხელშეკრულებაში გაწერილია. „რაც შეეხება [პატიმრების გათავისუფლების] პროცედურებს, ევროკავშირში რეგისტრირებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიხდის ამ გირაოს და რა თქმა უნდა, ნიკა მელიას შეეძლება ნებისმიერ მომენტში გამოვიდეს. უარი თუ თქვა, ეს მისი გადასაწყვეტია. რაც შეეხება ამნისტიის საკითხს, ამნისტია ეხება არა მხოლოდ ნიკა მელიას, არამედ 20 ივნისთან დაკავშირებულ საქმეებს, შესაბამისად, ეს კანონპროექტი შესაბამისი პროცედურებით დაინიცირდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ის პარტიები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას. ეს უნდა მოხდეს ერთობლივად. ამნისტიის შედეგად ამნისტირებული იქნება ყველა პირი, რომელიც დაკავშირებულია 20 ივნისთან და აქვს ბრალდება წაყენებული. გიორგი რურუას საკითხზე კი, პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი იქნებოდა მხარეების მხრიდან ხელმოწერა და ხელშეკრულება ჩაითვლებოდა შემდგარად, მზად არის შესაბამისი მიმართვის საფუძველზე შეიწყალოს გიორგი რურუა. ამასთან, მოვისმინეთ ცალკეული განცხადებები ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან, რომ მანამ, ვიდრე ნიკა მელია არ გამოვა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას პარლამენტის მუშაობაში, შეთანხმება არის საჯარო და დღეს ხაზი გაესვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია პრეამბულა, სადაც საუბარია იმაზე, რომ უნდა იყოს თანამშრომლობა, არ უნდა იყოს პოლარიზაცია და საუბარია შემდეგ რამეზე - შეთანხმებაზე ხელმოწერისთანავე პარტიები შედიან პარლამენტში და ახორციელებენ საპარლამენტო საქმიანობას პარლამენტში. ხელმოწერა გაკეთებულია, 113 დეპუტატია პარლამენტში, 17 დეპუტატის ხელმოწერაა ამ შეთანხმებაზე და ამიტომ ჩემი მოლოდინია, რომ ისინი ხვალიდან იქნებიან პარლამენტში და განახორციელებენ თავიანთ საქმიანობას. ეს არის მათი სიტყვა და ეს ხელმოწერილია“, - განაცხადა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ მთელ ამ პროცესში „ქართული ოცნება“ იყო ერთადერთი კონსტრუქციული ძალა. „ხელშეკრულების ყველა პუნქტი შესრულდება „ქართული ოცნების“ მიერ კეთილსინდისიერად. ახლა საქმე არის ჩვენი ოპონენტების მხარეს და ეს მათაც კეთილსინდისიერად უნდა შეასრულონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ტონი შესაცვლელია არა მხოლოდ პარტიებს შორის, მედიასა და პარტიებს შორის ურთიერთობაშიც. „სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ნორმად იქცა უხამსობა, ნორმად იქცა შეურაცხყოფა, ნორმად იქცა სიტყვიერი თავდასხმა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვერ გამოვირცხავთ, მაგრამ საქმე იმაშია, რას ვცდილობთ - ვცდილობთ რომ ვიყოთ უხეში, უფრო მეტი ღვარძლი იყოს ჩვენს ურთიერთობაში თუ ვიყოთ შეძლებისდაგვარად კოლეგიალური და იმ ეთიკური ნორმების ფარგლებში, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აქვს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს