გიორგი ბარამიძე - მომავალში თეორიულად ნებისმიერთან შეიძლება ურთიერთობა, უბრალოდ გრიგოლ ვაშაძე პოლიტიკურად გაქრა და ჩემს თვალში ადამიანურად ძალიან დაპატარავდა

ჩემთვის როგორც პოლიტიკოსი გრიგოლ ვაშაძე დამთავრებულია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, ითანამშრომლებს თუ არა მომავალში ერთიანი ოპოზიციური ფრონტის ფარგლებში გრიგოლ ვაშაძესთან იმის მიუხედავად, რომ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა, ბარამიძე აცხადებს, რომ „თეორიულად ნებისმიერთან შეიძლება ურთიერთობა“.

„ჩემთვის როგორც პოლიტიკოსი გრიგოლ ვაშაძე დამთავრებულია, მაგრამ მომავალში თეორიულად ნებისმიერთან შეიძლება ურთიერთობა. ბოროტებას არ დავარქმევდი ვაშაძეს, უბრალოდ, პოლიტიკურად გაქრა და ადამიანურად ჩემს თვალში ძალიან დაპატარავდა. თუ ის რაიმეთი მაინც დაეხმარება ჩვენ ქვეყანას, რომ პუტინის მსახურის, ბანდიტების ხროვა ჩვენ ქვეყანას მშვიდობიანად და აურზაურის გარეშე მოვაცილოთ, მე ნებისმიერთან ვითანამშრომლებდი. თქვენ რა გგონიათ აქამდე ვისთანაც ვიყავით ყველა გულზე ვეხატებოდით ერთმანეთს თუ რა? ყველა ვიტანდით ერთმანეთს და უნდა ავიტანოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ასე შეიძლება პარტიაშიც იყოს ადამიანები, ვინც მაინდამაინც გულზეც არ გეხატება, ეს ჩვეულებრივი ამბავია. სამწუხაროდ, ისეა რომ ზოგჯერ ოჯახში ძმა ძმას არ ელაპარაკება, მაგრამ მამა-შვილობა და და-ძმობა ხომ არ უნდა მოიშალოს“ , - განაცხადა ბარამიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა