ბადრი ჯაფარიძე - ნიკა მელია არის მხნედ - ახლა ყველა ჩვენგანის საზრუნავია, მოიძებნოს ისეთი გამოსავალი, რომ ნიკა მელია დაუყოვნებლივ იყოს გათავისუფლებული, რადგან ეს ვითარების დეესკალაციას სჭირდება​

ნიკა მელიას არ აქვს იმის განცდა, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა იმიტომ, რომ სანამ ის არ გათავისუფლდება, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე საუბარი არის ნაადრევი, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ახლა მათთვის მთავარი საზრუნავი ნიკა მელიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებაა, რაც ვითარების დეესკალაციისთვის არის საჭირო.

ნიკა მელიას მოვუყევი იმ საუბრების და მოლაპარაკებების შესახებ, რომელიც გვქონდა ბოლო დღეებში და ასევე, ვესაუბრე დღევანდელი შეხვედრის შესახებ შარლ მიშელთან. ის არის მხნედ. მას რა თქმა უნდა, არ აქვს იმის განცდა, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა იმიტომ, რომ, სანამ ის არ გათავისუფლდება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე საუბარი არის ნაადრევი. ამიტომ „ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომ მოიძებნოს გამოსავალი ამ ვითარებიდან. ეს ვერ მოხდება მორალური პრინციპების შეწირვის ხარჯზე. ამიტომ უნდა მოიძებნოს გამოსავალი, არსებობს ბევრი სამართლებრივი ინსტრუმენტი ისეთი, რომ ადამიანისგან არ მოითხოვდეს მორალურ კომპრომისს. შესაბამისად, ეს არის ახლა ყველა ჩვენთაგანისთვის საზრუნავი, რომ მოიძებნოს ისეთი გამოსავალი რომ ნიკა მელია დაუყოვნებლივ იყოს გათავისუფლებული, იმიტომ რომ ეს სჭირდება ვითარების დეესკალაციას“ , - განაცხადა ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა