სახელმწიფო დეპარტამენტი - ვიწვევთ პარლამენტის ცალკეულ წევრებსა და დარჩენილ პარტიებს ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რათა ყველა არჩეულმა წარმომადგენელმა შეძლოს ერთად მუშაობა აქტუალურ საკითხებზე

შეთანხმება არის საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი - ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის მიღწეულ შეთანხმებას.

როგორც მან ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, აშშ მოწოდებულია, დაეხმაროს საქართველოს პარლამენტს, რომ უზრუნველყოს ამ შეთანხმების მიზნების მიღწევა.

„ჩვენ მივესალმებით საქართველოში გუშინ მიღწეულ შეთანხმებას, რათა დასრულდეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი. ეს შეთანხმება, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით იქნა მიღწეული, მოითხოვდა რთულ კომპრომისებს ყველა მხარისგან. ის მოითხოვდა პოლიტიკურ გამბედაობას და ქართველი ხალხის მიმართ ერთგულებას, რათა გაგრძელდეს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების საქმეზე მუშაობა. ეს არის საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროგრესის ნიშანი. ჩვენ ვიწვევთ პარლამენტის ცალკეულ წევრებსა და დარჩენილ პარტიებს ხელი მოაწერონ შეთანხმებას ისე, რომ ყველა არჩეულმა წარმომადგენელმა შეძლოს ერთად მუშაობა საქართველოში არსებულ აქტუალურ საკითხებზე. აშშ ერთგულია დაეხმაროს საქართველოს პარლამენტს, რომ უზრუნველყოს ამ შეთანხმების მიზნების მიღწევა. როგორც ყოველთვის, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ოჯახში სრული ინტეგრაციის გზაზე“, - აცხადებს ნედ პრაისი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს