გურამ მაჭარაშვილი - როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი მიხვდა, ჭკუა ეყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე მარტო აღმოჩნდა

მიხეილ სააკაშვილი მიხვდა, როგორც ჩანს, ჭკუა ეყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღმოჩნდა მარტო მთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მაჭარაშვილის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებიდან ნათელი ხდება, რომ ნიკა მელიას საპატიმროდან გამოსვლა თუ ვინმეს არ სურს, ეს თავად სააკაშვილია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შეფასებით, ნიკა მელია სააკაშვილის მიერ პოლიტიკურ თოჯინად იქნა გამოყენებული.

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არ შეიძლება სერიოზული კომენტარების გაკეთება, თავისივე განცხადებებიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ ის ჯერ ერთი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მერე, მას არაერთხელ შეუძლია ერთი დღის განმავლობაში შეცვალოს პოზიციები. მაგრამ, შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ ის მიხვდა, როგორც ჩანს, ჭკუა ეყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღმოჩნდა მარტო მთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე. ამ შემთხვევაში, ის განცხადება, რაც გააკეთა, ერთი მხრივ, ემსახურება იმას, რომ არ დარჩეს ქუჩაში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ, მეორე მხრივ, აქ უნდა აღვნიშნო ის, რასაც ჩვენ 6 თვის განმავლობაში ვამბობდით და ბოლო ორი თვის განმავლობაში- განსაკუთრებით, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება თუ ვინმეს არ უნდა, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. ის განცხადებაში, ერთი მხრივ, თითქოს, აყენებს წინა პირობად ნიკა მელიას გათავისუფლებას, მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით, ისეთ პირობებს აანონსებს, რომ შეექმნას პრობლემა ნიკა მელიას გათავისუფლებას. ამ შემთხვევაში, სააკაშვილის მიერ პოლიტიკურ თოჯინად იქნა გამოყენებული და არის დღემდე ნიკა მელიას საკითხი და ამას ჩვენ არაერთხელ ვამბობდით“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდა, რომ მას შემდეგ, რაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს, ხელი მოაწეროს შეთანხმებას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს