გიორგი ვაშაძე - ყველა მხარემ გამოთქვა მზაობა, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამნისტიის კანონის მიღება, რომ გათავისუფლდეს მელია, ხოლო რურუას გათავისუფლებას შეწყალების აქტით სამშაბათს ველოდები

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, სამშაბათს საქართველოს პრეზიდენტი გამოაქვეყნებს შეწყალების აქტს და გიორგი რურუა გათავისუფლდება. ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლესთან განაცხადა, სადაც, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და პარტიების წარმომადგენლებს ვახშამზე უმასპინძლა.

ამასთანავე, ვაშაძის განმარტებით, იმავე დღეს პარლამენტში დაინიცირდება კანონი ამნისტიის შესახებ.

„მინდა გაგაცნოთ პროცედურა, რომელზეც შევთანხმდით ბოლო შეხვედრის დროს შარლ მიშელის თანდასწრებით, რომლითაც ორივე პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდება. პროცედურა იქნება შემდეგი - სამშაბათს ჩვენ ყველანი ერთად ვარეგისტრირებთ ამნისტიის კანონს პარლამენტში, ანუ, მივდივართ პარლამენტში და ვარეგისტრირებთ კანონპროექტს, როგორც კი ეს კანონი რეგისტრირდება, სალომე ზურაბიშვილმა გვითხრა, რომ ამის შემდეგ, იქნება შეწყალების აქტი მიღებული, ანუ ეს ნიშნავს, რომ შეწყალების აქტით რურუა გათავისუფლდება სამშაბათს და ჩვენ პარლამენტში ვიწყებთ ამნისტიის კანონის განხილვას, რომელიც შეეხება იმ მუხლებს, რომლითაც პასუხისგებაში მიცემული არიან დღეს ადამიანები 20 ივნისს ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით, მათ შორის, ეს ეხება მელიას, მათ შორის, ეს ეხება თამლიანს და ა.შ. ასევე, რაც მთავარია, ყველა მხარემ გამოთქვა მზაობა, რომ პროცედურული საკითხებიდან გამომდინარე, რაც შეიძლება სწრაფად მოხდება მიღება ამ კანონის, რომ გათავისუფლდეს მელია საპატიმრო დაწესებულებიდან, ხოლო რურუას გათავისუფლებას უკვე სამშაბათს ველოდები, იქიდან გამომდინარე, რომ სალომე ზურაბიშვილმა თქვა შარლ მიშელის თანდასწრებით, რომ სწორედ სამშაბათს მოხდება ამ პროცედურის რეალიზება“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, დაპირება მიიღეს, რომ კანონს შევიწროებულ ვადებში მიიღებენ.

"ერთ კვირაში სამი მოსმენით კანონი ვერ მიიღება პარლამენტში რეალისტურად რომ შევხედოთ. მივიღეთ ჩვენ თანხმობა არჩილ თალაკვაძისგან, რომ მაქსიმალურად შევიწროებულ ვადებში მოხდება ამ კანონის მიღება", -განაცხადა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა