სალომე სამადაშვილი - პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების შესრულების დაწყების პირველი დღე სამშაბათი იქნება, როდესაც ოპოზიცია პარლამენტში შევა, რომ ამნისტიის კანონი დაარეგისტრიროს

პირველი დღე პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების შესრულების დაწყების, იქნება შემდეგი სამშაბათი, როდესაც ოპოზიცია შევა პარლამენტში იმისთვის, რომ დაარეგისტრიროს ამნისტიის შესახებ კანონი , - ამის შესახებ ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართული ოფიციალური ვახშმის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, თუ იქამდე ვერ მოხერხდა პატიმრობიდან ნიკა მელიას სხვა გზებით გათავისუფლება, მაშინ ის ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად დატოვებს საპატიმროს.

„ეს იყო სამუშაო ვახშამი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, სადაც ვათანხმებდით შეთანხმების შესრულების დეტალებს და რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ პირველი დღე ამ შეთანხმების შესრულების დაწყების, იქნება შემდეგი სამშაბათი, როდესაც ოპოზიცია შევა პარლამენტში იმისთვის, რომ დაარეგისტრიროს ამნისტიის შესახებ კანონი და ამავე დღეს განხორციელდება პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალების აქტი. ამის შემდეგ, ჩვენ, რაც შეიძლება სწრაფად, მივიღებთ ამნისტიის კანონს და შესაბამისად, თუ მანამდე ვერ მოხერხდა სხვა გზებით ნიკა მელიას გათავისუფლება, მაშინ ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად, ნიკა მელია გათავისუფლდება საპატიმროდან“, - განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა