შალვა პაპუაშვილი - თუ მელიას ეჩქარება თავისუფლებაზე გამოსვლა, გირაო გადაიხდება ევროკავშირის მიერ - თუ ფიქრობს, რომ მისი ღირსება უფრო მაღლა დგას, ვიდრე საქართველო, ცოტა ხანი იქნება და ამნისტიით ეპატიება სავარაუდო დანაშაული

ნიკა მელიას თუ ეჩქარება თავისუფლებაზე გამოსვლა, გირაო გადაიხდება ევროკავშირის მიერ და ეს გზა არსებობს, მას შეუძლია გამოვიდეს, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ორბელიანების სასახლესთან განაცხადა, სადაც, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და პარტიების წარმომადგენლებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

"ის თუ ფიქრობს, რომ მისი ღირსება უფრო მაღლა დგას, ვიდრე საქართველო და სტაბილურობა კი ბატონო, ცოტა ხანი იქნება. ამნისტიის კანონი მიღებული იქნება და შემდეგ უკვე ამნისტიით ეპატიება, ის სავარაუდო დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა“ , - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, სამშაბათს, 27 აპრილს პარლამენტში ერთობლივად ამნისტიის კანონპროექტი დაინიცირდება, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეების ამნისტიას ითვალისწინებს, მათ შორის არის ნიკა მელიას საქმე. ამასთან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეწყალების აქტს გამოსცემს, რის საფუძველზეც რურუა საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს