ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - შეთანხმება პოზიტიური, წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა წინ მნიშვნელოვანი სამუშაოა – მისი სრულად და პირნათლად შესრულება

ეს შეთანხმება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად, რომელიც გზას უხსნის მნიშვნელოვან რეფორმებს, - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ჯერალდ კონოლი აცხადებს, რითაც ის საქართველოს მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმების მიღწევას ეხმაურება.

“მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის დარჩენილ წევრებსა და პარტიებს, ხელი მოაწერონ დოკუმენტს და სრულად ფუნქციურ პარლამენტში კომპრომისის სულისკვეთებით ერთად მუშაობის ვალდებულება აიღონ,” - აღნიშნულია კოროლის განცხადებაში.

„ეს შეთანხმება პოზიტიური, წინ გადადგმული ნაბიჯია და მნიშვნელოვანი ეტაპია დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში საქართველოს როლის აღდგენისთვის. ვაქებ ყველა ხელმომწერს ხელისუფლებისა და ოპოზიციისგან მათი მზადყოფნის გამო, განსაზღვრონ საქართველოს ერთიანი კურსი, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის. პოლიტიკური კომპრომისი, რომელიც იშვიათად არის მარტივი, არის მთავარი მახასიათებელი, რაც განასხვავებს დემოკრატიებს. წინ მნიშვნელოვანი სამუშაოა – შეთანხმების სრულად და პირნათლად შესრულება.

საზღვრებს გარეთ საქართველოს მეგობრები და მოკავშირეები აკვირდებიან საქართველოს, ვიდრე ქვეყანა დემოკრატიული ინსტიტუტებს აძლიერებს იმისთვის, რომ მოაგვაროს პოლიტიკური პოლარიზაცია. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის დარჩენილ წევრებსა და პარტიებს, ხელი მოაწერონ დოკუმენტს და სრულად ფუნქციურ პარლამენტში კომპრომისის სულისკვეთებით ერთად მუშაობის ვალდებულება აიღონ. ასევე ვიმეორებ ჩემს მოწოდებას მმართველი პარტიის მიმართ, აჩვენონ ვალდებულება ოპოზიციის უფლებების დაცვის კუთხით. ქართველი ხალხი იმსახურებს სტაბილურ მთავრობას, რომელიც გაერთიანებულია დემოკრატიული პრინციპების ერთგულების გარშემო“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ჯერალდ კონოლის თქმით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ერთგული რჩება, დაეხმაროს საქართველოს ამ ხელშეკრულების მიზნების შესრულებაში და აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიის კონსოლიდაციის გზაზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს