დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში ცვლილებები შევიდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ცვლილებების შედეგად განსახლების პროცესი კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა და დევნილთა საჭიროებებს მაქსიმალურად მოერგო.

„დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფა და მათზე ზრუნვა სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. დევნილთა განსახლების წესი 2013 წელს უწყებათაშორისმა კომისიამ შეიმუშავა, თუმცა წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, დგება ცვლილებების საჭიროება. ჩვენს პარტნიორ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შედგა შეთანხმება, რის შედეგადაც არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის ცვლილების შესახებ დეტალური პრეზენტაცია გამართა.

„უპირველეს ყოვლისა გავითვალისწინეთ თავად დევნილი ოჯახების მოთხოვნები. იძულებით გადაადგილებულ პირს, რომელსაც უშუალოდ შეეხო დევნა განსახლებისას პრიორიტეტი, დამატებითი ქულა, მიენიჭება. ამასთან, იზრდება „სოფლად სახლის“ შესყიდვისას თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა და დევნილი ოჯახებისთვის გადასაცემი ახალაშენებული ბინების მინიმალური ფართობი“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

მინისტრის ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ცვლილებების შედეგად, განსახლების პროცესში დევნილი ოჯახების ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.

იხილეთ ვიდეო:დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში ცვლილება განხორციელდა

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!