შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გააცილეს.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ეს იყო მნიშვნელოვანი ვიზიტი და ის საბოლოოდ წარმატებით დასრულდა.

„წარმატებული იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაცია. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველო ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორი და დასტური იმისა, რომ მათთვის დემოკრატიზაციის პროცესი არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ამიერიდან მთლიანად მთელი პოლიტიკური სპექტრი, ხელისუფლება ფოკუსირებულია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევების მოსაგვარებლად და ვფიქრობ, რომ ჩვენი ევროპეიზაციის პროცესი არის შეუქცევადი. მთავარი აქცენტები უნდა გაკეთდეს ევროპული მიმართულებით ძალიან თამამი ნაბიჯების გადადგმაზე, იმაზე, რომ საქართველომ შეასრულოს ის მნიშვნელოვანი ამბიციური გადაწყვეტილება, რაც არის დაკავშირებული 2024 წლის გაწევრიანების განაცხადის გაკეთებასთან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, შარლ მიშელი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. მან ოფიციალური შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილთან. ამასთან, ის საქართველოს პარლამენტში მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების იმ წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს. დღის ბოლოს კი შარლ მიშელს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

იხილეთ ვიდეო:შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა