ალეკო ელისაშვილი - გირაოს გადახდის შემთხვევაში, ნიკა მელია 72 საათში იქნებოდა თავისუფალი, ხოლო ამნისტიის კანონი თუ დარეგისტრირდება, დაახლოებით ერთ თვეში

გირაოს გადახდის შემთხვევაში, ნიკა მელია 72 საათში იქნებოდა თავისუფალი, ხოლო ამნისტიის კანონი თუ დარეგისტრირდება, დაახლოებით ერთ თვეში,- ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

კითხვაზე, რომ ნიკა მელია უარს ამბობს გირაოს გადახდაზე და არ ეთანხმება ამნისტიის მიღებას, ელისაშვილი აცხადებს, რომ "თუ ვიღაცას ციხიდან გამოსვლა არ უნდა, მისი არჩევანია".

„ჩემთვის გაუგებარია ნიკა მელიას უარი ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე, არ მესმის უბრალოდ. ევროკავშირი არის მზად, რომ გადაიხადოს გირაო და ამით არავის ღირსება არ შეილახება, ამაზე უარის თქმა და ხელის აკვრა, არის გაუგებარი, მაგრამ ყველა ადამიანს თავის არჩევანი აქვს. კი ბატონო, უარს ამბობს? - დარეგისტრირდება მაშინ ამნისტიის კანონი, მაგრამ ეს დროში გაიწელება. გირაოს გადახდის შემთხვევაში, ის 72 საათში იქნებოდა თავისუფალი, ხოლო ამნისტიის კანონი თუ დაინიცირდება - დაახლოებით ერთ თვეში, პროცედურულად ამას ერთი თვე დასჭირდება, როგორც მე ვიცი. დაჩქარებული წესით იქნება, მაგრამ დაჩაქარებასაც ვადა აქვს ერთ დღეში და ორ დღეში ვერ მიიღება", - განაცხადა ელისაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს