„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნიკა მელიას მხარდასაჭერად რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხემდე ავტოკოლონებით მსვლელობას მართავენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნიკა მელიას მხარდასაჭერად რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხემდე ავტოკოლონებით მსვლელობას მართავენ.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ნიკა მელია არანაირი გირაოს გადახდას არ აპირებს და „ვინც ამას გააკეთებს, ყველა მისი მტერია“.

„ჩვენ ერთად ვნახეთ ნიკა მელიას ძალიან ცალსახა და მკვეთრი პოზიცია, რომ ის არც ერთ შემთხვევაში არანაირი გირაოს გადახდას არ აპირებს. ყველა ის ადამიანი ვინც ამას გააკეთებს, მისი მტერი იქნება, ვინც არ უნდა იყოს.

დღეს კიდევ ერთხელ ჩავალთ რუსთავში, რომ კიდევ ერთხელ გავამხნევოთ ნიკა მელია. „ქართულ ოცნებას" თავში რა მოუვა, ამას წინასწარ ვერავინ იტყვის, მაგრამ ფაქტია, რომ ნიკა მელია კატეგორიული წინააღმდეგია, ვინმემ მისი თავისუფლებით ივაჭროს", - განაცხადა ნადირაძემ.

იხილეთ ვიდეო:"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ნიკა მელიას მხარდასაჭერად რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხემდე ავტოკოლონებით მსვლელობას მართავენ

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა