ლევან ხაბეიშვილი - ვიდრე ნიკა მელია უპირობოდ არ იქნება გათავისუფლებული, „ნაციონალურ მოძრაობაში“ სხვა რაიმე დისკუსია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ფიზიკურად ვერ იარსებებს

ვიდრე ნიკა მელია უპირობოდ არ იქნება გათავისუფლებული, „ნაციონალურ მოძრაობაში“ სხვა რაიმე დისკუსია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ფიზიკურად ვერ იარსებებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმების დოკუმენტს ხელი ნიკა მელიას პატიმრობაში ყოფნის დროს მოაწერეს.

„სამწუხარო რეალობაა და გულწრფელად ვწუხვარ იმ ადამიანების გამო, რომლებმაც თავს უფლება მისცეს, როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალურად ნიკა მელიას ტყვეობაში ყოფნის დროს დოკუმენტზე ხელი მოეწერათ. იმ დოკუმენტის დადებაში, სადაც ლომის წილი თავად ნიკა მელიამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ" შეიტანა. ჩვენი მკაფიო პოზიციაა, რომ სანამ ნიკა მელია უპირობოდ არ იქნება გათავისუფლებული, მანამდე „ნაციონალურ მოძრაობაში" სხვა რაიმე დისკუსია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ფიზიკურად ვერ იარსებს!", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა