ალეკო ელისაშვილი - რიგითი დეპუტატი ვიქნები, არანაირი თანამდებობა არ მხიბლავს

არანაირი თანამდებობა არ მხიბლავს. თვითონ ეს პრეცედენტი არის კარგი და არ მინდა ხალხმა იფიქროს, რომ ვიღაც თანამდებობაზე დახარბდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა შეთანხმების იმ პუნქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას და ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის კომიტეტის თავმჯდომარეობის შეთავაზებას გულისხმობს.

ელისაშვილის თქმით, „ვიღაცას ოპოზიციაში შეიძლება ძალიან უხარია, რომ თანამდებობას დაიკავებს, მაგრამ თანამდებობა პასუხისმგებლობით იზომება" .

„მე პირადად, არანაირი ამბიცია არაფერზე არ მაქვს, ვარ და ვიქნები რიგითი დეპუტატი, არანაირი თანამდებობა არ მხიბლავს. თვითონ ეს პრეცედენტი არის კარგი და არ მინდა ხალხმა იფიქროს, რომ ვიღაც თანამდებობაზე დახარბდა. ეს კულტურა რომ შემოდის, რომ ოპოზიციას უნდა დავუთმოთ გარკვეული თანამდებობები, შესაბამისად, პასუხისმგებლობა და ძალაუფლება გადაუნაწილო, ეს არის ძალიან კარგი. ამას ისე ნუ ვუყურებთ, რომ დახარბდნენ, მე არაფერს არ დავხარბებულვარ, არაფერი არ მინდა. კარგია, რომ ოპოზიციას ჰქონდეს მეტი პასუხისმგებლობა და მეტი ძალაუფლება. ეს გვაწუხებდა ყოველთვის, რომ ერთ პარტიას ჰქონდა ძალაუფლება,"- განაცხადა ელისაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა