სარფში არადეკლარირებული სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი აღმოაჩინეს

სარფში არადეკლარირებული სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, რომელსაც ტრანზიტული ტვირთი გადაჰქონდა, 38 758 ლარის ღირებულების არადეკლარირებული, სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი (78.53 კილოგრამი) აღმოაჩნდა.

„საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სარფი“, მედიკამენტების სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ო.ბ., რომელსაც გადაჰქონდა ტრანზიტული ტვირთი, რისკის პროფილის საფუძველზე, წითელი დერეფანი განესაზღვრა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, 38 758 ლარის ღირებულების არადეკლარირებული, სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი (78.53 კილოგრამი) გამოვლინდა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო