ალეკო ელისაშვილი ამნისტიის კანონზე - ავწონოთ, დავწონოთ, არავის ღირსება არ უნდა შეილახოს - ძლივს მინელდა ეს ხანძარი და ნუ ვართ მიდრეკილი იმისკენ, რაღაცებზე შევქმნათ აჟიოტაჟი

ძლივს მინელდა ეს ხანძარი და ნუ ვართ მიდრეკილი იმისკენ, რაღაცებზე შევქმნათ აჟიოტაჟი , რაც არ იმსახურებს აჟიოტაჟს. თუმცა, ავწონოთ, დავწონოთ, არავის ღირსება არ უნდა შეილახოს, - ასე პასუხობს "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი კითხვას, რა პასუხს გასცემს ის იმ ადამიანებს, რომლებიც 20 ივნისის მოვლენების დროს დაზარალდნენ და ორმხრივი ამნისტიის მიღების საწინააღმდეგო აზრი აქვთ.

კითხვაზე, რამდენად მისაღებია მისთვის ამნისტიის ორმხრივად გავრცელება, ელისაშვილი ამბობს, რომ გააჩნია კონკრეტულად ვისზე გავრცელდება.

მისი თქმით, ამნისტია რომ არ გახდეს საჭირო, ნიკა მელიამ ევროკავშირს დასტური უნდა მისცეს, რომ გირაო გადაუხადონ. თუმცა, დაზუსტებაზე, რომ გირაო მხოლოდ აღკვეთის ღონისძიებას ეხება და არა იმ დანაშაულს, რასაც მელიას ედავებიან, ელისაშვილი აცხადებს - "მაშინ ამნისტია დავაინიციროთ".

“ნუ ვართ მიდრეკილები იმისკენ, რომ ძლივს მინელდა ეს ხანძარი და კიდევ ნავთი ვასხათ ამას და ისეთ რაღაცებზე შევქმნათ აჟიოტაჟი , რომელიც არ იმსახურებს აჟიოტაჟს, თუმცა, ავწონოთ, დავწონოთ, არავის ღირსება არ უნდა შეილახოს, მაგრამ თუ გვინდა ქვეყანა დავამშვიდოთ, ყველამ უნდა მოვინდომოთ ამისთვის და დავამშვიდოთ ეს ქვეყანა. ამ ქვეყნის რეალურ პრობლემებზე ვილაპარაკით,"- განაცხადა ელისაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა