ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის კლინიკის კოვიდგანყოფილებიდან პაციენტი გადახტა

ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის კლინიკის კოვიდგანყოფილებიდან პაციენტი გადახტა. არსებული ინფორმაციით, 64 წლის მამაკაცი, რამდენიმე საათში გარდაიცვალა. შემთხვევა გუშონ საღამოს მოხდა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი კლინიკაში შვილთან ერთად, ხუთი დღის განმავლობაში მკურნალობდა, მოულოდნელად კი ფანჯრიდან გადახტა.

მიზეზი უცნობია. როგორც კლინიკაში ამბობენ, პაციენტს, წინასწარი ინფორმაციით, ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონია.

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. დაწყებულია გამოძიება.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია