სლოგანით - "ნიკას თავისუფლებით ნურავინ ივაჭრებს", რუსთავის ციხესთან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები მელიას მხარდასაჭერად აქციას მართავენ

სლოგანით - "ნიკას თავისუფლებით ნურავინ ივაჭრებს" რუსთავის ციხესთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები პარტიის თავმჯდომარის,ნიკა მელიას მხარდასაჭერად აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ვიდრე ოპოზიციური პარტიის ლიდერები შეთანხმების დოკუმენტზე ხელს მოაწერდნენ, მათ ამის შესახებ ნიკა მელიასთვის უნდა ეცნობებინათ, რომელიც რუსთავის ციხეში პატიმრობაში იმყოფება.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ნიკა მელიასთან ერთად სოლიდარობას ასევე უცხადებენ სხვა პოლიტიკურ პატიმრებს.

აქციაზე შესრულდა საქართველოს ჰიმნი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები თავდაპირველად თბილისში, "რესპუბლიკის მოედანზე" შეიკრიბნენ, რის შემდეგ მსვლელობით გაემართნენ რუსთავში, პენიტენციურ დაწესებულებასთან. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, პარტია სამომავლო გეგმებზე იმსჯელებს.

„გავრილოვის საქმეზე ნიკა მელია გირაოს არ გადაიხდის, ეს არის ღირსების საქმე. კითხვა მაქვს ხელისუფლებასთან, რატომ არ შედის პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით, თუ მათ რეალურად სურთ პატიმრობიდან გათავისუფლდეს ნიკა მელია", - აცხადებს უდუაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო