ლევან დავითაშვილმა გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის 69-ე ონლაინ სესია მისასალმებელი სიტყვით გახსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 69-ე ონლაინ სესია მისასალმებელი სიტყვით გახსნა და აღნიშნა, რომ ქვეყნაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა პრიორიტეტია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სესიაზე, რომელიც ცირკულარული ეკონომიკის და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობას ეძღვნებოდა, მინისტრმა საქართველოს გარემოსდაცვით პოლიტიკაზე ისაუბრა.

მათივე ცნობით, ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყნაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა პრიორიტეტია და ყურადღება მწვანე ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მინისტრმა კლიმატის ცვლილების შერბილების, განახლებადი ენერგიის წარმოების და ბუნებრივი რესურსების მდგრადი განვითარების მნიშვნელობის საკითხებზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა სესიის მონაწილეებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021–2027 წლების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებებიც გააცნო.

გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ონლაინ სესიაში მსოფლიოს 20 ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო