შალვა პაპუაშვილი - ფაქტობრივად, უნდა შევიწყალოთ ნიკა მელია, გარკვეულწილად პარლამენტის პატიების აქტია

ევროკავშირი გირაოს მაინც გადაიხდის და ნიკა მელიას შესაძლებლობა დარჩება, რომ თუ სურს მალე გამოვიდეს ციხიდან, გირაო მიიღოს, თუ არ მიიღებს, ამნისტიის კანონი მაინც იქნება მიღებული და თუ უნდა მაინცდამაინც რომ ციხეში იჯდეს, რა ვქნათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" თუ აქამდე შეთანხმების ჩაშლას ცდილობდნენ, ახლა მისი აღსრულების ჩაშლა სურთ.

„გუშინწინ ჩაიშალა „ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" დესტრუქციული დღის წესრიგი, ამან განიცადა მარცხი და ახლა აცნობიერებენ ამას, წინა მცდელობები მათ მიერ შეთანხმების ჩაშლის შედეგი იყო, ამ ჯერზე მათ ყველანაირი შესაძლებლობა ჩაეკეტათ, შეთანხმება შედგა და ახლა, როგორც ჩანს, ისინი ცდილობენ, ხელი შეუშალონ ამ შეთანხმების შესრულებას და ჩაშალონ მისი აღსრულება. გარწმუნებთ, რომ აქაც მათ ყველანაირი გზა ჩაეკეტებათ. რაც შეეხება გირაოს, ევროკავშირი მზად არის, რომ გადაიხადოს და თუ ნიკა მელია, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ თუ ვინც არის მის გარშემო შემოკრებილი, უარს აცხადებენ, რომ ევროკავშირის ეს ნაბიჯი მიიღონ, სავარაუდოდ, ის ფიქრობს და გამოდის, რომ უნდა შევიწყალოთ, ამნისტია გარკვეულწილად პატიების აქტია პარლამენტის მხრიდან და მასაც არასამართლიანად თვლის სავარაუდოდ, არ ვიცი აპირებს თუ არა რომ დაეთანხმოს, თუმცა, ეს ბოლოს და ბოლოს არის მისი გადასაწყვეტი. მეტი არც ერთი გზა არ არის, ასე შეგვიძლია უბრალოდ, ციხის კარები გავხსნათ და ყველა გამოვუშვათ, ასეთი გზები არ არსებობს.

გუშინ საღამოს დაისვა კიდევ ერთხელ ეს კითხვა, რომ სხვა გზები ხომ არ არსებობს და შარლ მიშელმა ხაზგასმით აღბიშნა, რომ შეთანხმება მიღწეულია, ხელი მოწერილია და ყველამ უნდა კეთილსინდისიერად შეასრულონ. „ნაციონალურ მოძრაობას" ხელი არ აქვს მოწერილი და ახლა ცდილობენ, რომ ეს შეთანხმება ჩაშალონ, თუმცა, ამის მიუხედავად, გირაო მაინც იქნება გადახდილი ევროკავშირის მიერ და ნიკა მელიას შესაძლებლობა დარჩება, რომ თუ სურს მალე გამოვიდეს ციხიდან, ეს გირაო მიიღოს, თუ არ მიიღებს, ამნისტიის კანონი მაინც იქნება მიღებული, ჩვენ ამ პატიების აქტს მივიღებთ და თუ მას არ სურს და უნდა მაინცდამაინც რომ ციხეში იჯდეს, რა ვქნათ,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო