„ჯეოქეისსა“ და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ანალიტიკურ ორგანიზაცია „ჯეოქეისსა“ და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯეოქეისიდან“ აცნობეს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, ხელი მოაწერეს ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) ხელმძღვანელმა თეა ნიკოლაშვილმა.

„მემორანდუმი მიზნად ისახავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების, პროფესიული და სასწავლო ტრენინგ-კურსების, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას. ასევე მემორანდუმი ითვალისწინებს საერთაშორისო პროექტებში ერთობლივ მონაწილეობას.

თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალს „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორი, ხათუნა ბურკაძე და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ მელქაძე ესწრებოდნენ. დოკუმენტზე ხელმოწერამდე გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს", - აღნიშნავენ „ჯეოქეისში“.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
ირაკლი მელაშვილი - დროა, პოლიტიკოსებმა გააცნობიერონ, რომ მართვის ცენტრალიზებული სისტემა დამაზიანებელია როგორც ქვეყნისთვის, ისე თავად მმართველი პარტიისთვის
შეიძინე სახლი და მიიღე რემონტი საჩუქრად - "იდეა დეველოპმენტში" საჩუქრების ცვენა დაიწყო
კარფური უკვე რუსთავშია - ფრანგული ბრენდის 57 ფილიალი და პირველი ჰიპერმარკეტი ქვემო ქართლში
ბინები ბაკურიანში წინასწარი შენატანის გარეშე და საუკეთესო საახალწლო შეთავაზებით
ლიბერთის პარტნიორობით Future Agro Challenge გაიმართება
ელიტ ელექტრონიქსში წინასაახალწლო კამპანია დაიწყო
სილქნეტის სატელევიზიო აპლიკაციის Silk Go შეთავაზება ახალ მომხმარებლებს - დარეგისტრირდი მობილური ნომრით, უყურე სატელევიზიო ეთერს და მიიღე საჩუქრები