გურამ მაჭარაშვილი - ნიკა მელიამ გულწრფელად გადაწყვიტა ალბათ, რომ ციხეში ჯდომით მოინანიოს ის საქციელი, რაც 20 ივნისს ჩაიდინა - მეტი ახსნა მის პათოსს და განცხადებებს არ აქვს

მელიამ გულწრფელად გადაწყვიტა ალბათ, რომ ციხეში ჯდომით მოინანიოს ის საქციელი, რაც 20 ივნისს ჩაიდინა - მეტი ახსნა მის ასეთ პათოსს და განცხადებებს არ აქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნიკა მელიას განცხადებას, რომ მისთვის მიუღებელია როგორც გირაოს გადახდა, ასევე ამნისტიაც.

მაჭარაშვილის თქმით, მმართველი გუნდი ამნისტიის შესახებ კანონზე ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად იმუშავებს.

„ჩვენ შეთანხმებაში რაც წერია სკურპულოზურად მივყვებით, ისე როგორც ეს წერია. რაც ეხება ამნისტიის კანონს, ცალსახად წერია, რომ ეს უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი წევრები შემოვლენ პარლამენტში და დაიწყებენ საქმიანობას. ჩვენ კონსულტაციები გვექნება ოპოზიციონერ პარლამენტის წევრებთან ყველა საკითხზე, მათ შორის, ამნისტიის კანონპროექტზეც. რაც შეეხება თავად ნიკა მელიას პოზიციას, ის ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ვინმეს მიერ შეთავაზებულ გირაოს, არამედ ევროკავშირის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ გირაოს, ეს კიდეც ერთხელ ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ნიკა მელია პროდასავლურები არ არიან და მეორე - თუ ნიკა მელია გირაოზე უარს ამბობს და სავარაუდოდ, ამნისტიაზე უარს იტყვის და ასე გადაწყვეტს, მაშინ შეგვიძლია ერთი რამ ვთქვათ მხოლოდ, რომ მან გულწრფელად გადაწყვიტა, რომ ციხეში ჯდომით მოინანიოს ის საქციელი რაც 20 ივნისს ჩაიდინა. მეტი ახსნა ასეთ პათოსს და განცხადებებს არ აქვს,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა