სოლომონ პავლიაშვილმა პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის შემუშავების პროექტის სამუშაო ჯგუფის პირველ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის შემუშავების პროექტის სამუშაო ჯგუფის პირველ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა ნორვეგიის სამეფოს და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს თანამშრომლობისა და პროექტის მხარდაჭერისათვის და ყურადღება პროექტის მნიშვნელობის საკითხზე გაამახვილა.

„როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის შემუშავება ქვეყნის გარემოსდაცვით პოლიტიკაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

როგორც სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა, ნარჩენების წარმოქმნის შემცირებითა და მისი გადამუშავებით, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარების, ხოლო მეორე მხრივ, გარემოზე ზემოქმედების შერბილების საკითხის ხელშეწყობა.

ონლაინ შეხვედრას, სამუშაო ჯგუფის წევრებთან და დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში ნორვეგიის ელჩი ჰელენ სანდ ანდერსენი და საერთაშორისო ექსპერტი ნარჩენების მართვის საკითხებში ლუდვიგ სტრეფი ესწრებოდნენ“, - აღნიშნავენ უწყებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა