ლაშა დამენია -  შეთანხმებაზე ხელმოწერამდე ოპოზიციას დოკუმენტის დეტალები უნდა გაერკვია, ახლა ეს დაგვიანებულია

„ევროპული საქართველოს“ წევრის ლაშა დამენიას განცხადებით, სანამ ოპოზიციის ნაწილი შარლ მიშელის ხელშეკრულებას ხელს მოაწერდა, ამნისტიის დოკუმენტის დეტალები იქამდე უნდა გაერკვია, ახლა ეს დაგვიანებულია.

მისივე თქმით, ამნისტიის დოკუმენტი უნდა შედგენილიყო ისე, რომ ის დამნაშავეებსა და არაადამიანური მოპყრობაში ბრალდებულ პირებს არ შეხებოდა.

„ამნისტია იქნება თუ გირაო ამაზე მელიას თავის აზრი და მოსაზრება დაფიქსირებული აქვს და ხელისუფლების ხელშია ყველა ის ბერკეტი, რომლითაც შეიძლება ნიკანორ მელია დღესვე იქნეს გათავისუფლებული, თუკი პროკურატურა აღმკვეთის ღონისძიების შეცვლით შევა. თუ „ქართულ ოცნებას“ უნდა თავისივე ხელმოწერილ დოკუმენტზე შედეგი, ამ შედეგის მიღწევა მას თავისუფლად შეუძლია. ამრიგად, აქ სხვა გზის ძებნა ფაქტობრივად გამორიცხულია. სანამ ამ ხელშეკრულებას ხელს მოაწერდნენ, დეტალები მანამდე უნდა ყოფილიყო გარკვეული, პოსტფაქტუმ ამ ყველაფრის მიღწევა, რა თქმა უნდა, პრობლემურია. ჩვენ ვრჩებით იმ მოსაზრებაზე, რომ, რა თქმა უნდა, ამნისტია იყო ერთ-ერთი გამოსავალი, მაგრამ „ეშმაკი სწორედ რომ დეტალებშია“. იქვე უნდა ყოფილიყო გარკვეული რა მუხლით და როგორ იქნებოდა ამნისტიის მიღება. ამნისტიის დოკუმენტი ისე უნდა შედგენილიყო, რომ დამნაშავეები და ის ადამიანები, რომლებმაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენეს და ეს არაადამიანური მოპყრობა ჩაიდინეს, მათ არ უნდა შეხებოდა, თუმცა, ამაზე საუბარი სამწუხაროდ, უკვე დაგვიანებულია“, - განაცხადა დამენიამ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის პირობებში შეუძლებელია თქმა, რომ ხელისუფლება ხუთივე პუნქტს შეასრულებს.

„თუ გავიხსნებეთ იმას, რომ პროპორციულ არჩევნებზე პირადად ბიძინა ივანიშვილისგან გვქონდა დაპირება, მაგრამ შემდგომ უკვე ე.წ. მეამბოხე დეპუტატების სახით ისევ გადმოატრილა, ამის გარანტია თუ რა მოხდება და რა იქნება, პრობლემურია“, - განაცხადა დამენიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა