პაატა მანჯგალაძემ და თეონა აქუბარდიამ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები, პაატა მანჯგალაძე და თეონა აქუბარდია ევროკავშირის რეზიდენციაში მივიდნენ, სადაც ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

როგორც პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეთანხმება გამარჯვებისთვის მნიშვნელოვან წინაპირობებს ქმნის.

„აღნიშნული შეთანხმება ცალსახად გამარჯვება არ არის, მაგრამ პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ სერიოზულ წინაპირობებს ქმნის გამარჯვებისთვის და იმ რეფორმებისთვის, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ამ შეთანხმებით იყო ჩვენი მედიატორებისგან შემოთავაზება, რომ ხელმოწერა ყოფილიყო და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმოწერასთან ერთად, ინდივიდუალური ხელმოწერა დავაფიქსირე. „ქართული ოცნების“ პირობებში ძალიან ძნელია ხელშეკრულების შესრულებაზე ისაუბრო, ისინი რუსული დიპლომატიასავით ცდილობენ, რომ ყოველთვის ნეგატიური განმარტება გააკეთონ და შეთანხმების პირობები შეცვალონ, მაგრამ ევროპის ჩართულობით მედიაცია და უშუალოდ შარლ მიშელის ჩართულობა, იძლევა იმის გარანტიებს, რომ ეს შეთანხმება უნდა შესრულდეს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, როდის იხილავს მას საზოგადოება პარლამენტში, მანჯგალაძემ უპასუხა, რომ ეს დღეს და ხვალ არ მოხდება.

„პირველი და მთავარი საკითხია ჩვენთვის ნიკა მელიას და პოლიტპატრების გათავისუფლება, შეთანხმების პირობა ითვალისწინებს, რომ ჩვენც უნდა მივიღოთ ამაში მონაწილეობა. უნდა მომზადდეს ამნისტიასთან დაკავშირებით კონკრეტული მუხლები ისე, რომ არავის ღირსება არ შეილახოს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

დოკუმენტის ხელმოწერის მნიშვნელობაზე ისაუბრა ასევე, თეონა აქუბარდიამ და აღნიშნა, რომ შეთანხმება ხალხს სჭირდება.

„ხელმოწერით კიდევ ერთხელ დავაფიქსირე საკუთარი პოზიცია, რომ მნიშვნელოვანი შეთანხმებაა ქვეყნისთვის, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერისა და მისი უზრუნველყოფისთვის. ეს შეთანხმება ხალხს სჭირდება. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო ასევე ჩემი ხელმოწერა. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს დასაწყისი სწორედ იმ შეთანხმების შესრულებისთვის. არ ვფიქრობ, რომ ეს მარტივი პროცესი იქნება და „ქართული ოცნება“ იოლად დათმობს, თუმცა ეს შეთანხმება იძლევა მნიშვნელოვან წინაპირობებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის, სასამართლო რეფორმაში მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის, ისევე როგორც მოყვანილია რიგგარეშე არჩევნების წინაპირობები და გზა“, -განაცხადა აქუბარდიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს