ირაკლი ქადაგიშვილი მზად არის, საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარეობა ოპოზიციონერ დეპუტატს დაუთმოს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მზად არის, საკუთარი პოსტი ოპოზიციონერ დეპუტატს დაუთმოს, თუკი პარლამენტში ძალთა გადანაწილების კუთხით მის კომიტეტზე იქნება საუბარი.

როგორც მან „ინტერპესნიუსს“ განუცხადა, 5 კომიტეტი 60 ოპოზიციონერის პარლამენტში შესვლაზე იყო გათვლილი. ქადაგიშვილი აღნიშნავს, რომ საკითხი მას მერე გადაწყდება, რაც პარტიები პარლამენტში შევლენ.

„ალბათ, როცა პარტიები და დეპუტატები შემოვლენ, ამაზე დაიწყება მსჯელობა. ალბათ, ჩემი საკითხი ყველაზე მარტივია, ასე რომ, თუ ამ კომიტეტის თავმჯდომარეობაზე იქნება საუბარი, ჩემი, როგორც ამ კომიტეტის თავმჯდომარის და როგორც პიროვნების და პოლიტიკოსის პოზიცია აბსოლუტურად მოწოდებული იქნება იმისთვის, რომ საკითხები გადაწყდეს და არანაირად ხელისშემშლელი მე არ ვიყო,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, შეთანხმების დოკუმენტში ჩადებულია პარლამენტში ძალთა გადანაწილების პუნქტიც, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ 5 კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დაკავებას გულისხმობს, მათგან ერთ- ერთია საპროცედურო საკითხთა კომიტეტი.

იხილეთ ვიდეო:ირაკლი ქადაგიშვილი მზად არის, საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარეობა ოპოზიციონერ დეპუტატს დაუთმოს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს