20 ივნისს დაზარალებულმა დემონსტრანტებმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში წერილი შეიტანეს, სადაც მოითხოვენ, რომ ამნისტია ყველა დარღვევას არ შეეხოს

20 ივნისს დაზარალებულმა დემონსტრანტებმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში წერილი შეიტანეს. ისინი მოითხოვენ, რომ 19-21 ივნისის მომხდარ ყველა დარღვევას ამნისტია არ შეეხოს და ისე მოხდეს ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლა.

როგორც ერთ-ერთმა დაზარალებულმა ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამნისტია არ უნდა გავრცელდეს იმ ადამიანებზე, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს არაადამიანური მოპყრობა ჩაიდინეს.

„ჩვენ, 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე დაზარალებულებმა ევროკავშირის წარმომადგენლობას მივმართეთ დასახმარებლად, რომ შედგეს ისეთი შეთანხმება და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ისეთი გზა მოიძებნოს, რომელიც ჩვენს უფლებებს კიდევ ერთხელ არ შელახავს. ჩვენი უფლებები ერთხელ უკვე შეილახა მაშინ, როდესაც სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა საქართველოს შსს-მ 20 ივნისის ღამეს, ბევრმა ჩვენგანმა ზიანი მიიღო, მათ შორის მაკო გომურმა, გიორგი სულაშვილმა და სხვამ.

ჩვენს დიდ ნაწილს აქვს სასამართლოში საქმეები შეტანილი, როგორც ადგილობრივ ინსტანციებში,ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. არ შეიძლება ამნისტია შეეხოთ აღმასრულებლებს და ორგანიზატორებს, რომლებმაც დაგეგმეს და აღასრულეს 20 ივნისის სისხლიანი დღე. ეს არის არაჰუმანური მოპყრობა. როგორც საერთაშორისო სამართლის, ისე ადგილობრივი პრინციპებით არ არის დასაშვები, რომ ამნისტია გავრცელდეს არაადამიანური და არაჰუმანური მოქცევის ჩამდენ პირებზე",-განაცხადა ფავლენიშვილმა.

იხილეთ ვიდეო:19-21 ივნისის აქციის მონაწილე დემონსტრანტებმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში წერილი შეიტანეს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა