ანრი ოხანაშვილი - ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ყველა თანასწორია - ამნისტია არ ეხებათ ანგელოზებს, ის ეხებათ სავარაუდო დამნაშავეებს

ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ყველა თანასწორია - ამნისტია არ ეხებათ ანგელოზებს, ის ეხებათ სავარაუდო დამნაშავეებს, - ასე პასუხობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტების კითხვას უნდა შეეხოთ თუ არა ამნისტია სამართალდამცავებს, რომლებმაც დაზიანებები მიაყენეს მოქალაქეებს.

რაც შეეხება პროცედურებს, ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ ოთხშაბათამდე კანონპროექტის ინიცირება უნდა მოხდეს და ის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უკვე შემუშავების პროცესშია.

"კანონპროექტი ხვალ იქნება თითქმის დასრულებული, თუმცა, ჩვენ გვსურს, რომ კონსულტაციის ფორმატით შევიკრიბოთ ოპოზიციურ პარტიებთან და ერთად შევაჯეროთ პოზიცია. საბოლოოდ ამ დღეებში უნდა დავსხდეთ ერთად და გამოვიჩინოთ მაღალი პასუხისმგებლობა, ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ შეთანხმების ეს პუნქტი და დავაინიციროთ ამნისტიის აქტი. ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ყველა თანასწორია, ამნისტია არ ეხებათ ანგელოზებს, ის ეხებათ სავარაუდო დამნაშავეებს, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი პირი მათ მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულში არის თანაბარმოპყრობადი. ყველაფერი სხვა არის სპეკულაცია და ემსახურება რუსულ ინტერესებს, რომ შეთანხმების აღსრულება ან არ მოხდეს ან შეფერხდეს. ეს არის ევროკავშირის ეგიდით შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც გვეუბნება, რომ 19- 20 ივნისის მოვლენები გადაფურცლეთ, აპატიეთ ვისაც საპატიებელი აქვს და აპატიეთ ყველას, ვინაიდან ეს იყო ის შემთხვევა, სადაც შემდგომი ნაბიჯი უნდა გადაიფურცლოს. ეს არის ევროკავშირის ტექსტი, ყველა ვინც მას ინტერპრეტირებს, ის ასრულებს რუსულ ინტერესს და ხელს უშლის ამ დოკუმენტში ჩადებული პუნქტების შესრულებას,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

კითხვაზე, ამნისტია გავრცელდება თუ არა იმ მუხლებზე, რომელიც თანამდებობის ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, ოხანაშვილი აცხადებს, რომ "ეს არის შეთანხმება, რომ ნაბიჯი უნდა გადავდგათ წინ, წავიდეთ წინ იმისთვის, რომ ქვეყანას სჭირდება მშვიდობიანი განვითარება".

იხილეთ ვიდეო:ანრი ოხანაშვილი - ამნისტია არ ეხებათ ანგელოზებს, ის ეხებათ სავარაუდო დამნაშავეებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა