თამარ გაბუნია - ჰოსპიტალურ სექტორზეც დაწოლა გაიზარდა, 4400 საწოლიდან 3600 დაკავებულია, კოვიდსასტუმროების დამატების საჭიროებაც გამოიკვეთა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა გაიზარდა და 4400 საწოლიდან 3600 არის დაკავებული.

როგორც გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დადებითობის ყოველდღიური მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვა.

„1300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა გასული 24 საათის განმავლობაში, შემთხვევების რაოდენობა იმატებს და დადებითობის მაჩვენებელი რჩება 4%-ს ქვემოთ, თუმცა ყოველდღიური მაჩვენებელი უკვე საკმაოდ მაღალია რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვა. გაიზარდა დაწოლა ჰოსპიტალურ სექტორზეც 4400 საწოლიდან 3600 არის დაკავებული, 500-ზე მეტი პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და 90-მდე პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია სჭირდება. ასევე არიან პაციენტები კოვიდსასტუმროებში, ამ სასტუმროების დამატების საჭიროებაც გამოიკვეთა როგორც თბილისში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

იხილეთ ვიდეო:თამარ გაბუნია - 4400 საწოლიდან 3600 დაკავებულია, კოვიდსასტუმროების დამატების საჭიროებაც გამოიკვეთა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა