საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველად, „მეწარმეობის 5-მოდულიანი ტრენინგ-კურსი“ ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველად, სტუ-ის ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით, „დიდი იდეების კონკურსი 2021“-ის მონაწილეებისთვის „მეწარმეობის 5-მოდულიანი ტრენინგ-კურსი“ გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, „მეწარმეობის 5-მოდულიანი ტრენინგ-კურსი“ ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო პროგრამის - „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-3 წლის პროექტის ფარგლებში, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. აღნიშნული ტრენინგ-კურსი კილის უნივერსიტეტის (გერმანია) ბიზნესის სკოლასთან თანამშრომლობით მომზადდა.

ორდღიანი პროგრამა სამოტივაციო-სასესიო გამოსვლებსა და პრეზენტაციებს ითვალისწინებდა. მათი შინაარსი მოიცავდა 5 განსხვავებულ მოდულს მეწარმეობასთან დაკავშირებულ ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: მეწარმეობა და თანამედროვე გამოწვევები; იდეების გენერაცია და ბიზნესმოდელების დამუშავება; გუნდური მუშაობა და სამეწარმეო გუნდის ფორმირება; თანამედროვე საინფორმაციო სისტემები და მისი გავლენა სამეწარმეო ბიზნესის განვითარებაზე (E-commerce); ბიზნესიდეების პრეზენტაციების სწორად მომზადება-წარდგენა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია და მასში აქტიურად ჩაერთნენ, როგორც უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, ასევე, კურსდამთავრებულები და აკადემიური პერსონალი. რექტორის თქმით, ტრენინგ-კურსის ჩატარება „დიდი იდეების კონკურსი 2021“-ში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბენეფიციარების წარმატებულ მონაწილეობას უზრუნველყოფს.

„ტრენინგ-კურსი, რომელიც პირველად გაიმართა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, „დიდი იდეების კონკურსი 2021“-ის მხარდამჭერი ღონისძიებაა. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს ჩავატაროთ კიდევ ერთი მხარდამჭერი ღონისძიება - „12 მენტორობის სესია“, რომლის მეშვეობით უნივერსიტეტის ბენეფიციარებს სამეწარმეო იდეების დახვეწაში სპეციალური მენტორები გაუწევენ დახმარებას. საერთაშორისო პარტნიორებთან, ბრიტანეთის საბჭოსა და კილის უნივერსიტეტთან ერთად, ჩვენი მიზანია, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნას დამატებითი შესაძლებლობა საერთაშორისო სამეწარმეო ცოდნის გაზიარებისთვის, რათა მონაწილეებს მიეცეთ შესაძლებლობა სრულყოფილად მოემზადონ დიდი იდეების კონკურსისთვის, დაამუშაონ და მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინონ საკუთარი ბიზნესიდეები“, - აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.

ცნობისათვის, ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო პროგრამის - „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-3 წლის პროექტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კილის უნივერსიტეტის ადმინისტრაციებთან კოორდინაციით, ახორციელებს სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახური. პროექტის პარტნიორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, ხოლო პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებას ორგანიზებას უწევს სტუ-ის ინოვაციების ცენტრი.

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება