ამირან გამყრელიძე - უკვე აღარც ვითვლით იმდენია ბრიტანული შტამის შემთხვევა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარკვეული საფრთხე, რომ კორონაგადატანილ ადამიანებს ახლა ვირუსი უკვე „ბრიტანული შტამით“ შეხვდეს, არსებობს.

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში 80%-მდე შემთხვევებში სწორედ „ბრიტანული შტამი“ ცირკულირებს.

„გიდასტურებთ, გარკვეული საფრთხე არის, მთელ მსოფლიოში და ჩვენთანაც თუ შარშან ამ დროს რეინფიცირების ერთეული შემთხვევები იყო, ახლა რეინფიცირების შემთხვევების ალბათობა ამან შესაძლოა გაზარდოს და არა მხოლოდ ბრიტანული, არამედ, ე.წ. ორმაგი შტამი ინდოეთის, სამხრეთ ამერიკული და ბრაზილიური შტამებიც. ჯერჯერობით, საბედნიეროდ, გარდა ბრიტანულისა, ეს შტამები ჩვენთან არ არის. დღეს ქვეყანაში ძირითადად ბრიტანული შტამი ცირკულირებს. უკვე აღარც ვითვლით იმდენია ბრიტანული შტამის შემთხვევა. ლაბორატორიულად დადასტურებული 100-ზე მეტი შემთხვევა გვქონდა, ისე, სხვადასხვა პროგნოზირებით, 70-80% შემთხვევებში „ბრიტანული შტამი“ ცირკულირებს ქვეყანაში, - განაცხადა გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო