ამირან გამყრელიძის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე 587 ადამიანი გადმოვიდა, საიდანაც ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ორი დღის მონაცემებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე 587 ადამიანი გადმოვიდა, მათგან კორონავირუსი კი მხოლოდ 1 ადამიანს დაუდასტურდა.

როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, გადმოსულ მოქალაქეებს ტესტირება ანტიგენის სწრაფი ტესტის საშუალებით უტარდებათ.

„ორი დღეა დაიწო არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან გადმოსულ ადამიანთა ტესტირება, ანტიგენის სრაფი ტესტებით. დღეს დილით მონაცემებით 587 ადამიანი იყო გადმოსული. თითქმის ყველა გადმოსულია გალის რაიონიდან. ორი იყო ცხინვალის რეგიონიდან, ოძისის გადმოსასვლელით. გალში დგას დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბრიგადები. ყველა ადამიანი იტესტება და მხოლოდ ერთი იყო დადებითი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა