დავით მათიკაშვილი - კარგად ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილის და ნიკანორ მელიას ქცევა როგორ ადეკვატურად ეთავსება რუსეთის პოლიტიკურ ინტერესებს

ამნისტიის აქტს აქვს გასაჩივრების ინსტრუმენტი, ნიკანორ მელიას შეუძლია ეს გაასაჩივროს, სხვა შემთხვევაში, როცა ადამიანი იმყოფება ნებისმიერ დაწესებულებაში, მას სამართლებრივი და ლეგიტიმური საფუძველი უნდა ჰქონდეს იქ ყოფნის,- ასე პასუხობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი კითხვას, რა მდგომარეობა შეიძლება შეიქმნას, თუკი ნიკა მელია ამნისტიის აქტზე უარს იტყვის.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის", ნიკა მელიას და მიხეილ სააკაშვილის ინტერესები რუსულ ინტერესებთან არის თანხვედრაში.

„ადამიანს გააჩნია ყველა სამართლებრივი და ლეგიტიმური პირობა, დატოვოს საპატიმრო, ის კი მაინც რჩება საპატიმროში, ამიტომ ჩვენ უნდა დავსვათ მარტივად კითხვა - რა ინტერესი შეიძლება ამოძრავებდეს ამ პიროვნებას და მის უკან მდგარ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს, როცა უარს აცხადებს ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოზე, ანუ მის მედიაციაზე, ჩართულობაზე და საკუთარი საქციელით ხელს უწყობს სურვილის რეალიზებას, რომ ქვეყანაში იყოს დაძაბულობა.

ასეთი ერთადერთი ინტერესი არის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლიდან გამომდინარე, ერთადერთი ვისაც საქართველოში სიტუაციის არევა სურს, ეს არის რუსეთი და ძალიან კარგად ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილის და ნიკანორ მელიას ქცევა თუ როგორ ადეკვატურად ეთავსება რუსეთის პოლიტიკურ ინტერესებს, რაც ჩვენს ქვეყანაში არის მიუღებელი. დესტრუქციის დრო დამთავრდა, პარლამენტში უნდა დაიწყოს აქტიური მუშაობა და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის ახირებაზე ან მის ვიწროპარტიულ ინტერესებზე,"- განაცხადა მათიკაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა