დავით უსუფაშვილი - რადგან შეთანხმების დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერები გახდა გასაკეთებელი, მეც მოვედი და მოვაწერე - ახლა ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპია

"ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა.

უსუფაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა.

როგორც მან ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, მნიშვნელოვანია მხარეებს შორის შეთანხმება შედგეს და ქვეყანაში მშვიდობა იყოს.

„დოკუმენტზე ხელი მოაწერეს „ლელოს“ ლიდერებმა პარტიის სახელით და ბუნებრივია, აქ მეც ვიგულისხმებოდი, თუმცა ვინაიდან ასე წავიდა პროცესი, რომ ინდივიდუალური ხელმოწერები გახდა გასაკეთებელი, მეც მოვედი და მოვაწერე. ახლა ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპია იმიტომ, რომ შეთანხმებას თავიდანვე ცოტა მომხრე და ბევრი წინააღმდეგი ჰყავდა, პირველ რიგში მმართველი პარტიის მხრიდან. ამ შეთანხმების აღსრულებისთვის არის ძალიან ბევრი კონკრეტული თემა და პრობლემა მოსაგვარებელი. ამისთვის საჭიროა იმ ოპოზიციური და საზოგადოებრივი ძალების ერთიანობა, ვინც ხვდება, რომ ქვეყანა არის უფსკრულის პირას და ქვეყანა სწორი მიმართულებით უნდა შემოვატრიალოთ. ამას სჭირდებოდა ეს შეთანხმება. კარგია, რომ მოიძებნა ფორმულირებები, რომელიც დასახვეწია, ბევრი იქნება ინტერპეტაცია",-განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ეს არ არის დოკუმენტი, რომელიც ხვალ სამუშაო ადგილებს გააჩენს ან ქვეყანაში უსამართლობას მოსპობს.

„ეს არის დოკუმენტი, რომელიც გახსნის გზას უკეთესი ცხოვრებისკენ და უკეთესი არჩევნებისკენ. ამიტომ, თუ ვინმე ელოდა, რომ ამ დოკუმენტით ცუდი ხელისუფლება კარგით შეიცვლებოდა, „ქართული ოცნება“ გადასხვაფერდებოდა ან სამუშაო ოთახს დატოვებდა, ცხადია, ეს მიამიტობა იყო", - განაცხადა უსუფაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:დავით უსუფაშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს