ირაკლი ქადაგიშვილი ნიკა მელიაზე - უნდა გამარჯვებული, თეთრ ცხენზე ამხედრებული გამოვიდეს, უნაგირზე კიდევ სააკაშვილი ჰყავდეს შემოსმული

უნდა გამარჯვებული, თეთრ ცხენზე ამხედრებული გამოვიდეს, უკან თუ წინ კიდევ სააკაშვილი ჰყავდეს უნაგირზე შემოსმული, ასე არ არის ყველაფერი მოწყობილი , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ნიკა მელიას განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა, რომელის თანახმადაც არც გირაოს გადახდას ეთანხმება და არც ამნისტიას.

ქადაგიშვილის თქმით, ამნისტია არის შეთანხმების დოკუმენტით შეთავაზებული, შესაბამისად, ვერ მოხდება დოკუმენტის რევიზია მხოლოდ იმიტომ, რომ "ვიღაც თავის დესტრუქციული დღის წესრიგიდან ვერაფრით გამოდის".

ქადაგიშვილის თქმით, ამნისტიის აქტის მიღების შემდეგ მელიას ციხის საკანი უკვე ავტომატურ რეჟიმში იღება.

“ნაციონალურ მოძრაობას უნდა დესტრუქციული რეჟიმი გააგრძელოს და დამარცხება, რაც ამ დესტრუქციამ განიცადა, ამის შემოტრიალება უნდათ. მაგრამ როგორ უნდა შემოტრიალდეს, ეს არც თვითონ ესმით კარგად. კეთილი ვინებოთ და ყველამ ვისწავლოთ შეთანხმების შესრულება. სასამართლოს ცალმხრივად ნუ მოვაწყობთ, დანაშაული არის დანაშაული, ნიკა მელიამ ჩაიდინა, პოლიციელმა თუ ირაკლი ქადაგიშვილმა. არ იცით თქვენ, დამიზნებით ესროლეს, თუ შემთხვევით მოხვდა ვიღაცას, დანაშაული არის დანაშაული. თუ ჩვენ გვინდა, რომ ეს ფურცელი გადაიშალოს, მაშინ მივდივართ ამნისტიის გზით, ეს არის ევროპის მიერ შემოთავაზებული გზა", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს