ანა ნაცვლიშვილი - აბსოლუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელია, პარლამენტმა მიიღოს კანონი, რომელიც მწვანე შუქს აუნთებს დაუსჯელობას

აბსოლუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელია, პარლამენტმა მიიღოს კანონი, რომელიც მწვანე შუქს აუნთებს დაუსჯელობას, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც ამნისტიის კანონპროექტს გამოეხმაურა.

როგორც ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, მისთვის წარმოუდგენელია 20 ივნისთან დაკავშირებული ამნისტია ყველაზე გავრცელდეს.

„აბსოლუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელია, პარლამენტმა მიიღოს კანონი, რომელიც მწვანე შუქს აუნთებს დაუსჯელობას. ამის უფლება პარლამენტს არ აქვს.

პარლამენტი, ისევე როგორც ხელისუფლების ყველა შტო, კონსტიტუციური, ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერის ტყვეა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ეს, რომელშიც წერია, რომ ადამიანის უფლებები არის უზენაესი, წარუვალი, უშუალოდ მოქმედი სამართალი, რომელსაც უნდა ექვემდებარებოდეს ყველა, ხელისუფლებაც და ხალხიც. ეს ჩანაწერი ვინმემ ამოშალა კონსტიტუციიდან ამ შეთანხმებაზე ხელმოწერით?!

სრულიად წარმოუდგენელი რამ მოვისმინე დღეს დეპუტატებისგან. საჯაროდ მინდა მივმართო მათ, როცა ამბობენ, რომ ყველაზე უნდა გავრცელდეს 20 ივნისთან მიმართებაში. ყველაზე რას ნიშნავს?! ძალიან დიდი სირცხვილია „ქართული ოცენების“ ხელისუფლებისთვის. მაგალითად იმ ადამიანმა, ვინც მაკო გომურს თვალი ამოთხარა, დღემდე მასზე ბრალიც არ არის წარდგენილი. მხოლოდ 3 პოლიციელზეა ბრალი წარდგენილი.

ანუ, საქართველოს მოქმედმა დეპუტატებმა იციან, რომ ამ ხნის განმავლობაში, საქართველოს პროკურატურა კონკრეტულ ადამიანებს ხელს აფარებდა, მათ განზრახ არ წარუდგინა ბრალი, ეს იციან დეპუტატებმა და ამ დაუსჯელობას ეგუებიან?!

ამის დეკლარირება მოვისმინე მათი მხრიდან. ვინც არ უნდა იყოს, ყველაზე უნდა გავრცელდესო. ვინ უნდა იყოს ბატონებო, თქვენ არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენს მიერ რეფორმირებული პროკურატურა უკვე იმდენად კარგად მუშაობდა ამ საქმეში, რომ ყველა დამნაშავე გამოკვეთა?! ამას ადასტურებთ, რომ დამნაშავეებს ხელი აქვთ დაფარებული?! ახლა გინდათ ამ კანონმა თავზე ხელი გადაუსვას და კიდევ დააფაროთ მათ ხელი სამუდამოდ? ამაზე შევთანხმდით?“, - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო