მოძრაობა „საქართველოსთვის“ - პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც ხელის მოაწერეს შეთანხმებას მოვუწოდებთ, სამშაბათს დაარეგისტრირონ დოკუმენტი საყოველთაო პოლიტიკურ ამნისტიაზე

მოძრაობა „საქართველოსთვის“ მოუწოდებს შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებს, რომ დაარეგისტრირონ დოკუმენტი საყოველთაო ამნისტიაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და სამოქალაქო აქტივისტებზე პოლიტიკური დევნის შეწყვეტას.

როგორც ჟურნალისტებს მოძრაობა „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა ალექსანდრე მილორავამ განუცხადა, „დოკუმენტი 20 ივნისის ამნისტიის შესახებ „მოძრაობა საქართველოსთვის“ მიუღებელია, რადგან ის არის ანტისახელმწიფოებრივი და ემსახურება მხოლოდ რუსეთის ინტერესებს“.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ დოკუმენტს ანტისახელმწიფოებრივად მიიჩნევენ იმიტომ, რომ ის პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს იმ ადამიანებს, „ვისაც ბრალი მიუძღვით 20 ივნისის აქციის დარბევაში“.

„ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც ხელის მოაწერეს შეთანხმებას, რომ სამშაბათს დაარეგისტრირონ დოკუმენტი საყოველთაო პოლიტიკურ ამნისტიაზე, რაც ხელს შეუწყობს ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას, სამოქალაქო აქტივისტებზე პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და იმ ადამიანების საქართველოში დაბრუნებას, ვინც პოლიტიკური ნიშნით ვერ ახერხებენ ჩამოსვლას. აქვე მინდა მოვუწოდო „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს, რომელიც დღეს ბრიუსელში იმყოფება და ყოველთვის ამბობს იმას, რომ მნიშვნელოვანია ეროვნული შეთანხმება, მხარი დაუჭიროს ამ შემოთავაზებას, წარუდგინოს ის შარლ მიშელს და სწორედ ამ ნაბიჯით დაიწყოს ეროვნული შერიგებისკენ მიმავალი გზა“, - აცხადებს ალექსანდრე მილორავა.

ამასთან, მისვე განმარტებით მოძრაობა „საქართველოსთვის“ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებისთვის ბრძოლას აგრძელებს.

იხილეთ ვიდეო:მოძრაობა "საქართველოსთვის" პოლიტიკურ პარტიებს, მოუწოდებს, რომ საყოველთაო პოლიტიკურ ამნისტიაზე კანონპროექტი დაარეგისტრირონ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა