დავით უსუფაშვილი - ვისურვებდი, ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად „დაღვინდეს“, ყველა ინდივიდმა და პოლიტიკურმა გუნდმა თავისი გეზი გამოკვეთოს და წინ გადავდგათ ნაბიჯები

ვისურვებდი, ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად „დაღვინდეს“, ყველა ინდივიდმა და პოლიტიკურმა გუნდმა თავისი გეზი გამოკვეთოს და ნაბიჯები წინ გადავდგათ, - ამის შესახებ „ლელო“ საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ამ ეტაპზე დოკუმენტზე ხელის არმოწერა შეაფასა.

რაც შეეხება აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკოს სალომე სამადაშვილის პოზიციას, დავით უსუფაშვილმა კონკრეტული შეფასებისგან თავი შეიკავა, თუმცა, აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებმა ევროპული სტანდარტის პოლიტიკა უნდა აკეთონ.

„ბოლო თვეებში ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური სპექტრის ძალიან სერიოზული რყევები, თითქმის ყველა სუბიექტში. „ლელო“ იყო და არის გამონაკლისი. მმართველ პატიაში რა მოხდა ვნახეთ, ბევრ სხვა პოლიტიკურ ძალებში, ეს სწორედ ამ პოლიტიკურმა კრიზისმა გამოიწვია. როცა ასეთი კრიზისია, როცა აზრთა სხვადასხვაობაა, ხდება ასეთი ამბები. ვისურვებდი, ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად „დაღვინდეს“, ყველა ინდივიდმა და პოლიტიკურმა გუნდმა თავისი გეზი გამოკვეთოს და ნაბიჯები წინ გადავდგათ. კონკრეტული შეფასებისგან თავს შევიკავებ, მთავარია დავინახოთ, რომ ყველა მართლა ამ ქვეყნის სასიკეთოდ ვშრომობთ და ვიბრძვით, მართლაც ვახერხებთ იმას, რომ ევროპული სტანდარტისა და ევროპული სტილის პოლიტიკა ვაკეთოთ და არა ის წიოკი, რომელიც ზოგადად, ხანდახან გვახასიათებს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა.

კერძოდ, შეთანხმების ტექსტს ოპოზიციური სპექტრიდან ხელი მოაწერეს: „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, „ლელოს“ ლიდერებმა - ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა და „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა. ასევე დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ბაქრაძემ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ. დოკუმენტს ამ ეტაპზე არ შეერთებია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, შესაბამისად, შეთანხმების ტექსტს არ აქვს მათი ხელმოწერა. შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ თანხმობა დააფიქსირა „ქართულმა ოცნებამაც“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა