გია ვოლსკი - მრცხვენია ვაღიარო, რომ უშველებელი კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის მიუხედავად, არანაირი რესურსი არ გვაქვს გადაწყვეტილებები საგარეო ჩარევის გარეშე მივიღოთ

მრცხვენია ვაღიარო, რომ ამ უშველებელი კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის მიუხედავად, არანაირი რესურსი არ გვაქვს გადაწყვეტილებები საგარეო ჩარევის გარეშე მივიღოთ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს იმ რეკომენდაციების კომენტირებისას განუცხადა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ქართული პოლიტიკური სპექტრის მისამართით კეთდება.

ვოლსკის თქმით, სამწუხაროა, როცა უცხოური ორგანიზაციის წარმომადგენელს უწევს მოწოდება, გიყვარდეთ სამშობლო და საზოგადოება.

"არავინ არ თქვას, რომ საქართველოს შეუძლია იარსებოს და სამშვიდობოს გავიდეს საერთაშორისო ფინანსური და პოლიტიკური თანადგომის გარეშე. ეს ადამიანები წარმოადგენენ სერიოზულ ორგანიზაციებს, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკას განაპირობებენ. როდესაც გირჩევენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ქართული ოცნებისთვის" დათმობას გირჩევენ. კიდევ ერთხელ, დაფიქრება გვმართებს", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა