საინფორმაციო შეხვედრები აბიტურიენტებთან გრძელდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ და უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელმა რუსუდან ტყემალაძემ აბიტურიენტებთან ონლაინ ფორმატში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრა Microsoft Teams-ის პროგრამით ჩატარდა. რუსუდან ტყემალაძემ აბიტურიენტების კითხვებს უპასუხა. საუბარი შეეხო უცხოური ენის ტესტის ფორმატსა და რეკომენდაციებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ღია კარის დღეების ჩატარება ნოემბრიდან დაიწყო. შეხვედრებში მონაწილეობას ცენტრის წარმომდგენლები და საგნობრივი ჯგუფის წევრები იღებდნენ. ისინი დეტალურ ინფორმაციას აწვდიდნენ აბიტურიენტებს 2021 წლის გამოცდების შესახებ.

ამჯერად საინფორმაციო შეხვედრები ოდნავ განსხვავებული ფორმატით იმართება და თითოეული შეხვედრა კონკრეტულ საგანს დაეთმობა.

გარდა ამისა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტების მეტი ინფორმირებულობის მიზნით "ტელესკოლასთან“ ერთად მოამზადა საინფორმაციო ვიდეორგოლები - ცენტრის საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლები დეტალურად საუბრობენ კონკრეტული გამოცდის შესახებ და აბიტურიენტებს ინფორმაციას აწვდიან როგორც ტესტის შინაარსობრივი ნაწილის, ასევე საგამოცდო პროცესის შესახებ.

ონლაინშეხვედრები ყოველ ოთხშაბათს გაიმართება; ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს