ზურაბ ჯაფარიძე - სასამართლოზე უნდა ვამტკიცო, რომ კობახიძის მონა არ ვარ

ხვალ, 12:00 საათიდან უნდა ვამტკიცო, რომ კობახიძის მონა არ ვარ,- ამის შესახებ პარტიის "გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც სადეპუტატო უფლებამოსილების არშეწყვეტის თაობაზე მისი სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილ განხილვას გამოეხმაურა.

„პარლამენტის წარმომადგენელმა უნდა მიმტკიცოს საპირისპირო“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

საკონსტიტუციო სასამართლო, დღეს პარლამენტის მიერ სადეპუტატო უფლებამოსილების არშეწყვეტის თაობაზე სამი ოპოზიციონერი დეპუტატის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და თამარ კორძაიას სარჩელებზე იმსჯელებს. სხდომა 12:00 საათზე ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. საკითხს განიხილავს პლენუმი, ცხრა მოსამართლის შემადგენლობით და არის პირველი შემთხვევა, როცა საკონსტიტუციო სასამართლო დეპუტატის უფლებამოსილების არშეწყვეტის კონსტიტუციურობაზე იმსჯელებს.

როგორც ცნობილია, "ქართული ოცნების" უმრავლესობამ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არ დააკმაყოფილა. ჯაფარიძემ, ხოშტარიამ და კორძაიამ პარლამენტის შესაბამისი დადგენილება, როგორც არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ აღნიშნულის შემდეგ, ზურაბ ჯაფარიძემ მედიატორ შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა, რითაც დაადასტურა, რომ მზადაა პარლამენტში შევიდეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საკონსტიტუციო სასამართლოში განუცხადეს, მომჩივან პირებს სარჩელის უკან გატანა შეუძლიათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა