არჩილ თალაკვაძე - არაუგვიანეს 26-30 აპრილის პლენარული სხდომების კვირაში ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება იგეგმება, რომლის მიღებაც დაყოვნების გარეშე მოხდება

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამნისტიის კანონს, რომლის ინიცირებაც 26-30 აპრილისპლენარული სხდომების კვირაში იგეგმება, დაყოვნების გარეშე მიიღებენ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ამნისტიის კანონი მიიღება ზუსტად იმ პირობებით, რომელიც შეთანხმებაში წერია და „ქართულ ოცნებას“ არავითარი სუბიექტური ინტერესი აღნიშნულ საკითხთან მიმართებით არ აქვს.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობით განაგრძობს დემოკრატიის გაძლიერებას. სტაბილური და ქმედითი პოლიტიკური სისტემა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესებშია.

შეთანხმების გაფორმების მომენტიდან, მედიაში გაჩნდა სპეკულაციები პრეზიდენტ მიშელის ეგიდით შექმნილი და უკვე ხელმოწერილი დოკუმენტის პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც სისხლის სამართლის საქმეებს შეეხება. გვსურს ამაზე ერთმნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას: არაუგვიანეს 26-30 აპრილის პლენარული სხდომების კვირაში იგეგმება ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება, რომლის მიღებაც მოხდება დაყოვნების გარეშე. პროექტი მომზადდება ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შედეგად. საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, რიგგარეშე სხდომაც მოიწვიოს, რათა ამნისტიის კანონი პარლამენტმა უმოკლეს შესაძლო ვადებში მიიღოს. ამნისტიის კანონი მიიღება ზუსტად იმ პირობებით, რომელიც ჩაწერილია შეთანხმებაში - „ქართულ ოცნებას“ არავითარი სუბიექტური ინტერესი აღნიშნულ საკითხთან მიმართებით არ გააჩნია და მოლაპარაკების პროცესშიც, შეთანხმების ამ პუნქტის ჩამოყალიბებაში რაიმე დამატებითი პირობა არ შეუტანია.

მივმართავთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ნებისმიერი სპეკულაციისგან, მითუმეტეს თუ არ წარმოადგენს მოლაპარაკებებში ჩართულ და ხელმომწერ მხარეს. ამგვარი სპეკულაციები შესაძლოა ემსახურებოდეს ერთ შემთხვევაში შეთანხმებაზე ხელმომწერი პარტიების დისკრედიტაციას, ხოლო მეორეს მხრივ, მიზნად ისახავდეს მისი განხორციელების პროცესის შეფერხებას. ცხადია, ეს შედის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მყოფი დესტრუქციული ჯგუფების ინტერესებში და მიმართულია დემოკრატიული პროცესის წინააღმდეგ“,- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა