ბადრი ჯაფარიძე - შეიძლება ევროპარლამენტმა თავისი როლი ითამაშოს, რომელიც გადაწყვეტს პრობლემას და მელია გათავისუფლდება უახლოეს პერიოდში

შეიძლება ევროპარლამენტმა თავისი როლი ითამაშოს, რომელიც გადაწყვეტს პრობლემას და მელია გათავისუფლდება უახლოეს პერიოდში, - ამის შესახებ „ლელო“ საქართველოსთვის გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ ბრიუსელში განაცხადა.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, ევროპარლამენტართან შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ 5-პუნქტიან გეგმაზე ისაუბრეს.

"გვქონდა შეხვედრა ბატონ სვენ მიკსერთან, ევროპარლამენტის წევრთან, რომელიც არის მთავარი მომხსენებელი საქართველოზე. ყოველთვიურად ის ამზადებს საქართველოზე ანგარიშს. ის არის ძალიან ინფორმირებული მიმდინარე პროცესებზე ჩვენს ქვეყანაში. ძალიან დიდ მხარდაჭერას უცხადებს იმ შეთანხმებას, რომელიც ცნობილია როგორც შარლმ მიშელის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ. აუცილებელია ამ დოკუმენტის განხორციელების პროცესში ჩართული იყოს ევროპარლამენტის წევრები იმისათვის, რომ სრულად განხორციელდეს ყველა ის პუნქტი და რეფორმა, რომელიც გათვალისწინებულია ამ დოკუმენტით.

ვისაუბრეთ, რომ ძალიან სწრაფად უნდა გადაწყდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. რაც შეიძლება მალე უნდა მოიძებნოს მექანიზმი, რომელიც იქნება მისაღები. რა თქმა უნდა, ამნისტიის კანონზეც გვქონდა საუბარი, რომელიც არის საბოლოო ჯამში ამ პრობლემის გადაჭრის მექანიზმი, მაგრამ ახლა დაუყოვნებლივ გათავისუფლების მექანიზმი და აქ შეიძლება ევროპარლამენტმა თავისი როლი ითამაშოს, რომელიც გადაწყვეტს ამ პრობლემას და მელია გათავისუფლდება უახლოეს პერიოდში“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.

მისივე თქმით, საუბარი ასევე იყო ადგილობრივ არჩევნებზე, რომელიც ოქტომბერშია დანიშნული.

მისი თქმით, ეს არ იქნება რიგითი ადგილობრივი არჩევნები, არამედ ახალი კანონმდებლობის საფუძველზე, ახალი ადმინისტრაციის პირობებში და რაც მთავარია ამ არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ბედი.

„ამიტომ ეს არ არის რიგითი ადგილობრივი არჩევნები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის. აუცილებელი იქნება შემოდგომას იყვნენ 10-ჯერ მეტი დამკვირვებლები ვიდრე ჩვენ ვნახეთ შარშან საპარლამენტო არჩევნებზე, რაც იყო ერთ-ერთი ფაქტორი ამდენი დარღვევის და გაყალბების.

ყველა ამ თემაზე გვქონდა ძალიან კარგი და შინაარსიანი საუბარი. შევთანხმდით, რომ პრაქტიკულად იქნება მუდმივი მონიტორინგი მისი მხრიდან ამ პროცესის. ქვეყნისთვის ეს არის შანსი, ამას აღიარებენ ევროპარლამენტარები. მათ აქვთ სრული მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ. მიმაჩნია, რომ ახლა არის ის მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა გადავჭრათ ის საკითხები, რომელიც აუცილებელია ნდობის აღსადგენად პოლიტიკურ ძალებს შორის და დავიწყოთ ყველა იმ რეფორმის განხორციელება, რომელიც აღნიშნულია შარლ მიშელის დოკუმენტში“ , - განაცხადა ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა