გიორგი ვაშაძე - თვალების დათხრა არის არაადამიანური მოპყრობის მუხლი, ამ მუხლს კონვენცია იცავს, რაზეც ამნისტიის კანონი ვერ გავრცელდება, რაც კარგად იციან იურისტებმა, მაგრამ ყველა იქიდან აბამს ყურს, როგორც უნდა

ჯერ ვნახოთ კანონპროექტი და შემდეგ გავაკეთოთ დასკვნები - ყველაზე მეტად იმ ადამიანების მიკვირს, რომლებიც შეთანხმების შინაარსს ეთანხმებოდნენ, ხელმოწერაზე მოგვიწოდებდნენ და ახლა ამბობენ, რომ თურმე რამე უნდა შევცვალოთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „რეზიუმე“ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, „თვალების დათხრა არის არაადამიანური მოპყრობის მუხლი, ამ მუხლს იცავს კონვენცია და ამაზე ამნისტიის კანონი ვერ გავრცელდება“.

ვაშაძის თქმით, ეს ყვალაფერი კარგად იციან იურისტებმა, მაგრამ „ყველა იქედან აბამს ყურს როგორც თვითონ უნდა“.

„პირველი - ძალიან ვწუხვარ, რომ ძალიან ბევრმა ე.წ. იურისტმა დაიწყო მანიპულაცია ამ შეთანხმების შინაარსით, როცა გუშინ ჩემს გამოსვლაში ძალიან კონკრეტულად ვთქვი და ახლაც ვამბობ, ივანიშვილზე, გახარიაზე, თალაკვაძეზე თუ სხვაზე, რა მნიშვნელობა აქვს, გადაწყვეტილების მიმღებზე ეს ამნისტია არ ვრცელდება და ვერ გავრცელდება. იმიტომ, რომ სამომავლო დანაშაულზე ვერ გავრცელდება ეს აქტი, რომელზეც ჩვენ შევთანხმდით.

მეორე - თვალების დათხრასთან დაკავშირებით იყო საკითხი. პირდაპირ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, თვალების დათხრა ეს არის არაადამიანური მოპყრობის მუხლი, ამ მუხლს იცავს კონვენცია და ამაზე ამნისტიის კანონი ვერ გავრცელდება. ეს კარგად იციან იურისტებმა, მაგრამ ყველა იქედან აბამს ყურს, როგორც თვითონ უნდათ და ყველას ვთხოვ კარგად წაიკითხონ ეს ყველაფერი.

მესამე - სანამ ვინმე დასკვნებს გააკეთებს, ჯერ ვნახოთ ეს კანონპროექტი და შემდეგ გავაკეთოთ ეს დასკვნები, მაგრამ ყველაზე მეტად იმ ადამიანების მიკვირს, ვინც შეთანხმების შინაარსს ეთანხმებოდნენ და ხელმოწერაზე მოგვიწოდებდნენ და ახლა ამბობენ, რომ თურმე რამე უნდა შევცვალოთ ამ შეთანხმებაში. მათ შორის ვსაუბრობ "ახალგაზრდა იურისტა ასოციაციაზე". როგორც ჩანს, მის ხელმძღვანელს ცოტა გამოცდილება აკლია, როგორ უნდა მართოს საკუთარი ორგანიზაცია, იმიტომ, რომ ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონეა ეს ორგანიზაცია. ერთ დღეს, რომ ერთს ამბობ და მეორე დღეს - მეორეს, ელემენტარულად ნდობის ფაქტორის დარტყმაა თვითონ ორგანიზაციისთვის“ , - განაცხადა ვაშაძემ.

ხათუნა ბურკაძე - ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
გიორგი კაჭარავა - ევროკავშირის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ევროპული სტრუქტურების შეცდომა იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2022
ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
თბილისში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა
„ვენდისსა“ და „დანკინში“ „დორას“ „მამალოები“ უკვე წარმატებით იყიდება