ვახტანგ მეგრელიშვილი - მელიას ქცევა გაუგებარია - ევროკავშირისგან აქვს შეთავაზება, მის საქმეში გარანტორის როლი შეასრულოს, ეს ხომ ავტომატურად ნიშნავს, რომ პოლიტპატიმრად გაღიარებს?

ჩემთვის ნიკა მელიას ქცევა გაუგებარია, დღევანდელ სიტუაციაში აქვს შეთავაზება ევროკავშირისგან, რომ მის სისხლის სამართლის საქმეში მიიღოს მონაწილეობა - ეს ხომ ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი გაღიარებს როგორც პოლიტიკურ პატიმრად?, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის მიზანი არ არის მხოლოდ ის, რომ ერთი ადამიანის მიმართ აღდგეს სამართლიანობა, არამედ მისი მიზანი ქვეყნის განვითარებაა.

„ჩვენ, ახლა, ყველა უნდა ვიყოთ პარლამენტში და ვფიქრობდეთ ამნისტიის კანონზე. მინიმუმ დასაწყისი ეს არის. ერთ-ერთი უმტკივნეულესი საკითხი ადამიანების თემა იყო ამ დაპირისპირებაში. ამ შეთანხმებაში ადამინების თემა ყველა შემთხვევაში გვარდება, მიუხედავად ნიკა მელიას ქცევისა, რომელიც ჩემთვის გაუგებარია. დღევანდელ სიტუაციაში ნიკა მელიას აქვს შეთავაზება ევროკავშირისგან, რომ მისი სისხლის სამართლის საქმეში მიიღოს მონაწილეობა, გარანტორის როლი შეასრულოს. ეს ხომ ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი გაღიარებს როგორც პოლიტიკურ პატიმრად. შესაბამისად ამაზე მეტი აღიარება რა შეიძლება იყოს ადამიანისთვის, რომ ის უსამართლოდ არის ციხეში, მე არ ვიცი. ევროკავშირის მიზანი ის კი არ არის, რომ ერთი ადამიანს მიმართ აღსდგეს სამართლიანობა, არამედ ამ ქვეყანაში გაჩნდეს შანსი ცხოვრების ნორმალიზაციის და განვითარების“ , - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს